გულშემატკივრების უმეტესობას მესის პსჟ-სთან მატჩში ხილვა არ უნდა
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Marca გააკეთა ძალიან საინტერესო გამოკითხვა ”ბარსას” გულშემატკივრებში. კითხვა იყო ასეთი: გსურთ თუ არა ლიონელ მესის ხილვა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში?
გამოკითხვის შედეგი შემდეგია: კულეების უმეტესობა, კერძოდ 55% ფიქრობს, რომ მესის მოედანზე გამოყვანა არ არის მიზანშეწონილი. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 45%-ს, ისინი თვლიან, რომ არგენტინელმა აუცილებლად უნდა მიიღოს პსჟ-სთან მატჩში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებულ პირველ შეხვედრაში ლეომ დაზიანება მიიღო და ითამაშებს თუ არა ის ხვალინდელ შეხვედრაში ჯერ კიდევ საეჭვოა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]