ფრანგი გულშემატკივრის 67% თვლის, რომ "ბარსელონა" დაამარცხებს "პსჟ"-ს
გავლენიანმა ფრანგულმა ჟურნალმა L'Equipe-მ ჩაატარა ფართო მასშტაბიანი გამოკითხვა ფრანგ მოყვარულ გულშემატკივარს შორის. გამოკითხვა კი იმაში მდგომარეობდა თუ ვინ მოიგებდა, გულშემატკივრის აზრით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ბარსელონასა" და "პსჟ"-ს დაპირისპირებას, რომელიც 10 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება კარლო ანჩელოტის შეგირდებმა პარიზში 2:2 ითამაშეს.
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ფრანგი გულშემატკივრის 67% თვლის, რომ გამარჯვებას კატალონიის "ბარსელონა" მოიპოვებს თუმცა გამოკითხულთა 65%-ს სჯერა, რომ ფრანგული კლუბი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]