გამოკითხულთა 80% დარწმუნებულია, რომ "ლა ლიგას" "ბარსელონა" მოიგებს
კატალონიურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ თავის მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა. რესპოდენტებს "ბარსელონას" სეზონის შედეგის პროგნოზირება შესთავაზეს.
გამოკითხვის შედეგებით აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 80%-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მადრიდის "რეალის" ამჟამინდელი უპირატესობისა, ეროვნულ პირველობაში ჩემპიონობას "ბარსელონა" მოიპოვებს.
იმავე გამოკითხვიდან ნახევარზე მეტი (54%) თვლის, რომ კატალონიური კლუბი სეზონის ბოლოს კვლავ "ტრიპლეტს" გაიფორმებს.
გამოკითხულთა უმცირესობა, 2% თვლის, რომ "ბარსელონა" სეზონის ბოლოს უტიტულოდ დარჩება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]