იბრაჰიმოვიჩი: ”გუარდიოლა ფანტასტიური მწვრთნელია, მაგრამ...”
პსჟ-ს თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ”ბარსელონასთან” მატჩის წინ, სულ რამდენიმე საათით ადრე გააკეთა კომენტარი თავის წარსულზე, რომელიც კატალონიურ გრანდთან აკავშირებს. ”ყველაფერს აქ აგიხსნით. მე არასდროს არ მითქვამს, რომ პეპი ცუდი მწვრთნელია. იგი ფანტასტიური დამრიგებელია, მაგრამ როგორც ადამიანი... შეგედავებით. რაც შეეხება მესის მასზე ცუდს ვერ ვიტყვი. კარგი ფეხბურთელია და ამავდროულად კარგი ადამიანი. ”კამპ ნოუ” კი არის ულამაზესი არენა.” - აცხადებს შვედი თავდამსხმელი და ამატებს: ”ბარსელონაში” ერთი შესანიშნავი სეზონი გავატარე. დიახ, მქონდა მწვრთნელთან მცირე შეკამათება, მაგრამ ეს ხშირად ხდება. კატალონიაში ძალიან ბევრი ვისწავლე, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. მოკლედ, ვიტყვი რომ ”ბარსელონა” შესანიშნავი გუნდია.”
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი ”ბარსელონასა” და პსჟ-ს შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]