პიკე:" შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ"

პიკე:" შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ"

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ გუშინდელ მატჩზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. 

"ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენმა გუნდმა თავისი ძალა დაამტკიცა. პირველ მატჩში ბევრი ცდომილება იყო, მაგრამ ჩვენ მაინც დავიმსახურეთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. პარიზელებმა პირველ მატჩსი ბოლო წუთზე გაგვიტანეს გოლი, ამიტომ ვცდილობდით ბოლომდე კონცენტრირებულები ვყოფილიყავით, სწორედ ასე მოვიქეცით და ახლა ნახევარფინალში ვართ. მთელი გუნდი ძალიან გახარებულია ამ წარმატებით და ველოდებით შემდეგ მეტოქეს." 

"მესი საუკეთესო ფეხბურთელია პლანეტაზე. არ აქვს მნიშვნელობა ის ტრავმირებული იყო თუ არა. მას მაინც შეუძლია შეცვალოს რამე. მივხვდით, რომ მისი მოედანზე ყოფნა ბევრ რამეს ნიშნავდა. მას ყველაფერის გაკეთება შეუძლია, პასი, გოლი, ყველაფერი. ის საუკეთესოა." - დაასრულა პიკემ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.