ლამი წილისყრით კმაყოფილია
მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წილისყრის შემდგომ კომენტარი გააკეთა.
"მშვენიერი შედეგებია. საოცარი მატჩები გველის ! უკანასკნელ ოთხ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ გავედით და ამჯერად "ბარსელონას" პირისპირ ვიმყოფებით. მე შანსებს 50 - 50-ზე შევაფასებდი. ნამდვილად საინტერესო დაპირისპირება იქნება ორი ტოპ-კლასის გუნდებს შორის." - განაცხადა ლამმა.
აქვე გეტყვით, რომ ლამის თანაგუნდელმა თომას მიულერმა შემდეგი განცხადება გააკეთა : "მე ჯერ კიდევ არასოდეს არ მითამაშია "ბარსელონას" წინააღმდეგ ამიტომ სრულიად ვიწვი და მოუთმენლად ველი შეხვედრას." - თქვა მიულერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]