არიენ რობენი: "მშვენიერი წილისყრა იყო"
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი შვეიცარიის ქალაქ, ნიუნში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის, წილისყრით კმაყოფილია. ამ წყვილშიც მაყურებელი გერმანულ-ესპანურ დაპირისრპირებას იხილავს ისევე, როგორც მეორე წყვილში.
"ვფიქრობ, რომ მშვენიერი წილისყრა იყო და ეს ჩვენი გუნდისათვის დიდი გამოწვევაა. ნახევარფინალში ევროპის ოთხი საუკეთესო კლუბი გავიდა თუმცა ჩვენ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ ვალდებულნი ვართ მივაღწიოთ სასურველ შედეგს პირველივე საშინაო მატჩში და ასევე ჩვენი დაცვაც ვალდებულია, რომ მაქსიმალურად კარგად დაიცვას თავი. ნებისმიერმა დეტალმა შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს." - განაცხადა რობენმა
"ბაიერნი" - "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება 23 აპრილს გაიმართება ხოლო განმეორებითი მატჩი 1 მაისს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]