UEFA-ს თასი ფუტსალში. ბილეთების გაყიდვა დაიწყო
როგორც იცით, 26-28 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლე UEFA-ს ფუტსალის 2012-13 წლების გათამაშების ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გასული 4 გუნდიდან ჩვენს ინტერესს 2 იწვევს - ჩვენებური "იბერია სტარი" და მოქმედი ჩემპიონი, კატალონიის "ბარსელონა".
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. 23 აპრილამდე, ბილეთების შეძენა შეგეძლებათ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში (11-დან 18 საათამდე), ხოლო 23 აპრილის შემდეგ, ბილეთები ასევე გაიყიდება სპორტის სასახლის სალაროებშიც. დღეში გაიმართება 2 თამაში და ერთი ბილეთით ორივეზე დასწრების საშუალება გექნებათ. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.
აქვე, გაგაცნობთ ტურნირის კალენდარს:
26 აპრილი
ნახევარფინალები
18:00 - "იბერია სტარი"-მოსკოვის "დინამო"
20:30 - "ქაირათი"-"ბარსელონა"
28 აპრილი
18:00 - მატჩი მე-3 ადგილისთვის
20:30 - ფინალი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]