"ბარსელონა" ვილანოვას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა კლუბის ხელმძღვანელობისაგან ახალ შემოთავაზებას მიიღებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. იტყობინება, Marca.
ეს ყველაფერი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მოხდება ან შემდეგი წლის დასაწყისში. "ბარსელონას" კონტრაქტის გახანგრძლივება მწვრთნელთან კიდევ ერთი წლით სურს. სპეციალისტის ამჟამინდელი ხელშეკრულება ძალაში 2014 წლამდეა გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ ვილანოვამ მკურნალობის კურსები ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარა. მისი სრულად გამოჯანმრთელების პროცესი კი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სპეციალისტი მზად არის ნაკისრი ვალდებულობების შესასრულებლად.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]