ვილანოვა სექტემბრის მატჩებს გამოტოვებს
სკ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, 44 წლის ტიტო ვილანოვა კვლავ გამოტოვებს გუნდის შეხვედრებს მომავალი სეზონის დასაწყისში. ის კვლავ გაუდგება საკუთარ გზას ნიუ-იორკში რათა კიბოს სრულად განკურვნის მორიგი ეტაპი ჩაიტაროს ეს ყველაფერი სავარაუდოდ სექტემბერში მოხდება. იტყობინება, Sport.
ვილანოვამ გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 სექტემბერს გაემგზავროს და იქ 11 სექტემბრამდე დარჩეს. მოსალოდნელია, რომ შემდეგ სეზონში ესპანელი სპეციალისტი გუნდის 4 შეხვედრას გამოტოვებს ლიგაში. თუმცა ამის საპირისპიროდ გასულ სეზონში მან 14 შეხვედრა გამოტოვა და ზამთარში კლუბს სათავეში მისი დამხმარე მწვრთნელი ჟორდი როურა ედგა. ვილანოვა კი გუნდს მკურნალობის შემდგომ დაუბრუნდება ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდს დაემთხვევა და სპეციალისტი გუნდს სწორედ აქედან გაუძღვება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]