მესის მეგობრების გუნდი ზაფხულში საქველმოქმედო მატჩს გამართავს კოლუმბიაში

მესის მეგობრების გუნდი ზაფხულში საქველმოქმედო მატჩს გამართავს კოლუმბიაში

ლიონელ მესი განაგრძობს ფეხბურთელების მოწვევას საქველმოქმედო მატჩისათვის, რომელიც მიმდინარე წლის 29 ივნისს კოლუმბიაში გაიმართება. ამ მატჩში ერთმანეთს "მესის მეგობრები" და დარჩენილი მსოფლიოს ნაკრები დაუპირისპირდებიან. მიღებული თანხა არგენტინელი ფეხბურთელის საქველმოქმედო ფონდში ჩაიდება. 
მომავალ მატჩში თავიანთი მონაწილეობის შესახებ უკვე დაადასტურეს: ხავიერ მასკერანომ, ემილიანო ინსუა, რიკარდო ალვარესი, მარტინ დემიკელესი, პაბლო აიმარი, სერხიო აგუერო, აგუსტინ ორიონი, რობინიო, დიეგო რიბასი, ანტონიო კასანო, პაბლო ოსვალდო, მარკო მატერაცი, ერიკ აბიდალი, მარეკ ჰამშიკი, ბოიან კრკიჩი, ჰამეს როდრიგესი, დორლან პაბონი, ჯონ ვიაფარა, მარიო იეპესი, ჯოვანი ერნანდესი და მაკკენლი ტორესი.  
სპორტული კომპანია Number 5-ის ინფორმაციის თანახმად "მესის მეგობრები" 6 ივლისს ჩიკაგოშიც ითამაშებენ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.