მატიას ზამერი: "გვარდიოლასგან რჩევების მიღებას არ ვაპირებთ"
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს კლუბის მომავალი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კონსულტაციას უწევდა გერმანულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ "ბარსელონას" წინააღმდეგ.
"ჩვენ არ ვაპირებთ რჩევები მივიღოთ გვარდიოლასაგან ამ საკითხთან დაკავშირებით. "ბარსელონა" ხოსეპის დიდი სიყვარულია, ხოლო "ბაიერნში" სამუშაოდ ის ჯერ არ მოსულა. ჩვენ ნებისმიერ ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და სათანადოდაც ვემზადებით, რასაკვირველია "ბარსელონას" თამაშზე ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიცით." - განაცხადა ზამერმა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" - "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება 23 აპრილს მიუნხენში გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]