ზამერი: "ბაიერნმა" ექსტრაორდინალური თვისებები წარმოაჩინა"
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა გუშინდელი მატჩის შემდეგ (3:2) განაცხადა, რომ გერმანული კლუბით ამაყობს, მიუხედავად იმისა, რომ "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ასპარეზობა დაასრულა.
"ჩვენ ტურნირს გამოვეთიშეთ, ეს ნამდვილად გვაბრაზებს. თუმცა ამ მატჩში გუნდმა კარგი და ექსტრაორდინალური თვისებები წარმოაჩინა და ჩვენ ეს შეგვიძლია მომავალშიც გამოვიყენოთ. სამწუხაროდ ჩვენ ვერ ავანაზღაურეთ ჩვენი დანაკარგი ისე, როგორც გვსურდა." - განაცხადა, ზამერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]