ინიესტა: "ჩვენ "ბაიერნის" არ გვეშინია და თვითდაჯერებულნი ვართ საკუთარ თავში"

ინიესტა: "ჩვენ "ბაიერნის" არ გვეშინია და თვითდაჯერებულნი ვართ საკუთარ თავში"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა

"გვეშინია თუ არა? არა. პირიქით, ჩვენ სავსებით დარწმუნებულნი ვართ საკუთარ ძალებში. თუ ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა ფინალში ვიქნებით. არაფერია იმაზე სასიამოვნო ვიდრე კიდევ ერთი ტიტულის მოგება. მე ამჟამად ჯილდოებზე არ ვფიქრობ არამედ, მხოლოდ ნახევარფინალზე. "ბაიერნმა" უკანასკნელ წლებში შესანიშნავი გამოსვლა აჩვენა. მათ საკმაოდ ადვილად მოიპოვეს გამარჯვება ჩემპიონატში. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ისევე როგორც ჩვენს მეტოქეს." - განაცხადა ინიესტამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.