იაია ტურე: "ბარსელონადან" გადასვლას "რეალში" არასდროს ვგეგმავდი"
ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა იაია ტურემ განაცხადა, რომ არასდროს არ აპირებდა გადასულიყო მადრიდის "რეალში".
ფეხბურთელის სიტყვებით, მისი წარსული, რომელიც "ბარსელონას" უკავშირდება მისთვის დიდად მნიშვნელოვანია.
"მე არასდროს არ დამიპირებია "რეალში" გადასვლა, რადგან მე უკვე ბევრი წელია "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ. რა თქმა უნდა "რეალი" - დიდებული კლუბია, თუმცა "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში საკმაოდ რთული იქნებოდა. "ბარსა" ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი გუნდი იყო. ეს გუნდი არის უბრალოდ მაგალითი სხვებისათვის, რომელიც ფეხბურთელების, თანამშრომლების და გულშემატკივრის დამსახურებაა. ჩემთვის ეს საუკეთესო კლუბია მსოფლიოში." - განაცხადა ტურემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]