ტურე: „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არ მსურს“
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა იაია ტურემ, ისაუბრა "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩზე, რომელიც გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ფარგლებში.
"ეს ყველაფერი რთულია. მე ნამდვილად არ მსურს, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ ვითამაშო. მე დიდ პატივს ვცემ ამ კლუბს, მან ბევრი რამ მომცა, იქ თამაშობენ ჩემი მეგობრები, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ."
"მე მომიწევს თამაში ამ ბიჭების წინააღმდეგ "კამპ ნოუზე", არენაზე, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ასე რომ, მე დავბრუნდები იქ, მაგრამ უკვე სხვა გუნდის მაისურში."
"არ მსურს ვითამაშო იმ გულშემატკივრების წინ, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და პატივს მცემენ. მაგრამ ფეხბურთი ასეთია," - განაცხადა იაია ტურემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]