ლაპორტა: "თავისი სამსახურით გვარდიოლამ "ბარსელონას" დიდი პატივისცემა გაუწია"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრის ტონი ფრეიშას სიტყვებს კომენტარი გაუკეთა. იტყობინება ესპანური პრესა.
ფრეიშამ გულახდილად განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ყველანაირ შედარებას იგებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ექს-მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან.
"თავისი სამსახურით გვარდიოლამ "ბარსელონას" დიდი პატივისცემა გაუწია. მან ეს ყველაფერი თავისი წარმატებებით, ფასეულობებით და გულახდილობით შესძლო. ყველაფერ ამას კი ვილანოვასთან და ფეხბურთელებთან ერთად მიაღწია. მათ მიაღწიეს იმას, რომ მათი გუნდი კლუბის ისტორიაში საუკეთესო კლუბი გახდა." - განაცხადა, ლაპორტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]