“ბარსას” არქივიდან. მესი: “ბარსელონასთვის” თავს არ დავზოგავ. 2007 წ.

“ბარსას” არქივიდან. მესი: “ბარსელონასთვის” თავს არ დავზოგავ. 2007 წ.

მესი: "ბარსელონასათვის” თავს არ დავზოგავ.

ძილი ყოველთვის მაკლია.

 

გასულ კვირას "კამპ ნოუზე” "ბარსელონასა” და მადრიდის "რეალის” მორიგი მატჩი შედგა, რომლის გმირად "ბარსას” ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი იქცა. მან ამ მატჩში "სამეფო” კლუბის კარში 3 გოლი გაიტანა, თუმცა მხოლოდ ქულა მოუტანა თავის საყვარელ კლუბს.

- ეს განსაკუთრებული თამაში იყო. აქამდე "რეალის” წინააღმდეგ სამჯერ მომიწია თამაში, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელი, - განაცხადა მატჩის შემდეგ მესიმ, - ვგრძნობდი, რომ ბოლოსდაბოლოს ჩემი ჯერიც დადგა. გამიმართლა და სამი გოლი გავიტანე.

- რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტს ველოდით, ვიდრე თამაშის ფრედ დასრულება იყო, მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ გვაიძულა მხოლოდ ქულისთვის გვებრძოლა. ჩვენ დამარცხება არ გვსურდა, საკუთარი პრესტიჟისა და კატალონიელი გულშემატკივრებისთვის. როგორც იქნა, მიზანს მივაღწიეთ, - დაამატა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

ჭაბუკი არგენტინელისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა "რეალის” ფორვარდმა რუუდ ვან ნისტელროიმ, რომელმაც თავად ორი გოლი გაიტანა ამ მატჩში "ბარსას” კარში.

- მესიმ დიდებული თამაში ჩაატარა. ჩვენ სამჯერ ვიგებდით შეხვედრას, მაგრამ ლეომ სამივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, - განაცხადა ნისტელროიმ.

მესი ამ მატჩისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. იგი ყოველთვის მოგებაზე ფიქრობს და ამ სურვილითვე გავიდა მოედანზე "რეალთან” მატჩში.

- მე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობ გამარჯვებას, ვიდრე მარცხის შიშს, - განაცხადა ჯერ კიდევ მატჩამდე ლიონელმა, - ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ გულშემატკივრები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს ყოველ მოძრაობას. როდესაც იცი, რომ უამრავ გულშემატკივარს უყვარხარ, თავს შესანიშნავად გრძნობ.

მესი უჩვეულო მოთამაშეა, იგი შემოქმედია! მას შეუძლია მსუბუქად და ძალდატანების გარეშე მოატყუოს მეტოქე გუნდის მცვეელი, ან გააწამოს. ის უნივერსალური მოთამაშეა, რომელსაც ბრწყინვალედ შეუძლია ითამაშოს როგორც მოედნის ცენტრში, ისე შეტევის წინა ხაზზე, რაცკიდევ ერთხელ დაადასტურა შაბათის "კლასიკოში”.

მიუხედავად იმისა, რომ ლიონელი პატარაა, იმდენად სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია, რომ ნებისმიერ მცველთან შეუძლია გამკლავება. მას აქვს ძლიერი და ზუსტი დარტყმა. მესი მოედანზე ყოველთვის ცივი გონებით მოქმედებს და ნებისმიერ მომენტში შეუძლია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება.

ასევე აღსანიშნავია, რომ თავისი თამაშით იგი თანაგუნდელ რონალდინიოს ჩამოჰგავს. იგივე პოზიცია (თავდამსხმელების უკან), შესანიშნავად აკონტროლებს ბურთს, კარგად დაყენებული დარტყმა აქვს, თუმცა ამავე დროს მას ვერ მიაკუთვნებ მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალისტთა სიას. არგენტინელის ერთ-ერთი მთავარი დადებითი თვისება გადაცემის გაკეთებაა. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის საერთო გუნდურ წარმატებასთან შედარებით პირადული წარმატებები არაფერს ნიშნავს.

ამ ყოველივს გათვალისწინებით შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ის იდეალური მოთამასეა, მაგრამ ცხადია ეს ასე არ არის. ლიონელს უარყოფითიც საკმარისად აქვს. თავად ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ უამრავი სამუშაო აქვს, რათა დაცვაში თამაშიგაიუმჯობესოს.

არგენტინის ქალაქ სანტა ფეში დაბადებული ლიონელი ამჟამად ბარსელონას ლე კორტეს რაიონში ცხოვრობს, რომელიც "კამპ ნოუს” მახლობლად მდებარეობს. ეს არის საშუალო კლასის თანამედროვე ბნა, რომელსაც ადგილობრივები ბარიოს ეძახიან. მასთან ერთად ცხოვრობენ მისი უფროსი ძმა, როდრიგო, რომელიც თავის დროზე თავადაც თამაშობდა ფეხბურთს არგენტინული კლუბის, "ოლდ ბოიზის” ბავშვთა გუნდში. როდრიგოსთან ერთად ცხოვრობენ მისი მეუღლე და შვილი.

როდრიგო ადგილობრივი სასტუმროს რესტორანსი მუშაობს და სწორედ იგი და მისი მეუღლე ზრუნავენ ლეოს კვების რაციონზე. ყველაზე ხშირად უმზადებენ ხორცს პომიდვრის საწებლითა და ყველით, ამ კერძზე პატარა მესი ჭკუას კარგავს.

- რა გემო აქვს! ის ისეთი ნაზია… - ამბობს მესი.

ლიონელი კი, იმ დროს, როდესაც მისთვის საუზმეს ამზადებენ, თავის პატარა ძმიშვილთან, ავგუსტინთან ერთობა.

- კლუბი ჩემგან მოითხოვს, რომ ყოველ დღე კარგად გამოძინებული ვიყო, მაგრამ ეს ძალიან ძნელია, ვინაიდან პატარა ხშირად ტირის. ოღონდ ამას ნუ ეტყვით "ბარსელონას” წარმომადგენლებს, ავგუსტინი ხომ ძალიან მიყვარს! - ამბობს ლეო.

არგენტინელი ჭაბუკი, როგორც ირკვევა, პაბლო აიმარის დიდი თაყვანისმცემელია და სახლში მისი მაისურიც კი აქვს გამოფენილი.

-გავიგე, რომ ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბუთელად ფრენკ ლამპარდს მიიჩნევს. არ ვეთანხმები. საუკეთესო რონალდინიოა! ლამპარდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ არჩევანი ჩემი გასაკეთებელი რომ იყოს, მასზე წინ რიკელმესა და აიმარს დავაყენებდი.

ლეო ინგლისის პრემიერლიგასაც შეეხო.

- ძალიან მომწონს ინგლისური ფეხბურთი, რადგან იქ მაღალ ტემპში თამაშობენ, - ამბობს ლეო, - ამის კარგი მაგალითია გარი ნევილის, თეო უოლკოტის, ფრენკ ლამპარდისა და უეინ რუნის თამასი. ასევე მომწონს ჯო კოულის თამაშის სტილი.

2007 წლის 15 მარტი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.