დანტე:" ჩვენს სტილს არ შევცვლით"
მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ბრაზილიელმა დანტემ განაცხადა, რომ მისი გუნდი "ბარსელონასთან" მატჩში თავის სათამაშო სტილს არ შეიცვლის.
"ბარსელონა" შესანიშნავი გუნდია. ისინი მსოფლიოს საუკეთესო გუნდის რიცხვებში შედიან. იქ თამაშობენ შესანიშნავი ფეხბურთელები, მესი, ჩავი, ინიესტა, ვილია, პიკე, პუიოლი. ისინი ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელები არიან."
"მაგრამ ახლა ჩვენ ჩვენი ფორმის პიკში ვართ და ჩვენ არ შევცვლით თამაშის სტილს. არ არსებობს მოწინააღმდეგე, ვის გამოც ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენი თამაშის სტილზე ან შევცვლით მას. ჩვენ საკუთარ თავებს არ შევიცვლით." - განაცხადა 29 წლის ბრაზილიელმა დანტემ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]