სერჟი რობერტო: "ამ გოლის გამო თამაშის სტილს არ შევცვლით"

სერჟი რობერტო: "ამ გოლის გამო თამაშის სტილს არ შევცვლით"

კატალონიური გუნდის უნივერსალი ფეხბურთელი სერჟი რობერტო, ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" გამართული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარს აკეთებს.

"მოგება კარგ სიტუაციაში ჩაგვაყენებდა, მაგრამ უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ასევე რთული იქნება.

სამწუხაროა, რომ მხოლოდ 1:1 ვითამაშეთ. მეტოქემ შესანიშნავი გოლი გაიტანა, როგორიც 50 მცდელობიდან მხოლოდ ერთი გადის ხოლმე. ამის გამო ჩვენს სათამაშო სტილს არ შევცვლით.

იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი დამავალებს, იქნება ეს საყრდენი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, თუ ფლანგის მცველი."

შეგახსენებთ, რომ "რომასთან" მატჩში, "ბარსელონამ" გოლი მოედნის ცენტრიდან გაუშვა. ამ დროს, გუნდის მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კარიდან იყო გამოსული და მწვრთნელების დავალების შესაბამისად, ბოლო მცველის მოვალეობას ასრულებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.