ფრეიშა:" ვილანოვამ გვარდიოლასთან ყველა შეჯიბრი მოიგო"

ფრეიშა:" ვილანოვამ გვარდიოლასთან ყველა შეჯიბრი მოიგო"

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობის წევრმა, ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ ტიტო ვილანოვამ დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. 

"ვილანოვამ ყველა შეჯიბრი მოიგო გვარდიოლასთან. მან პირველივე წელს მოიგო ლა ლიგა, გუნდი შესანიშნავად თამაშობს, მიუხედავად ტრავმიანობისა, ის მაინც პოულობს გამოსავალს, რომ გუნდმა შესანიშნავად ითამაშოს."

"ვილანოვას დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მან კარგად იცის გუნდის სტილი, გუნდის ფილოსოფია და მარტივად პოულობს გამოსავალს. კლუბი ბედნიერია გუნდის წარმატებით." - დაასრულა ფრეიშამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.