როურა: ”აბიდალის ძირითადში დაბრუნება ბედნიერებაა მთელი გუნდისთვის”

როურა: ”აბიდალის ძირითადში დაბრუნება ბედნიერებაა მთელი გუნდისთვის”

”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბის წევრმა ჟორდი როურამ კომენტარი გააკეთა ერიკ აბიდალზე, რომელიც 1 წლის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ აბიდალმა უკვე ორჯერ მოახერხა სიმსივნის დამარცხება, რამაც ძალიან დიდი აღდგენითი კურსი გამოიწვია. როურამ ამაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”დღევანდელი დღე ყველასთვის დიდი ბედნიერებაა. ერიკმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და თავს კარგად გრძნობს. ჩემი აზრით, მან მშვენივრად ითამაშა, გამოავლინა მისი დადებითი მხარეები. სეზონის ბოლომდე ჩვენ კიდევ გვექნება დრო, რომ მის კონტრაქტზეც ვიზრუნოთ. შეძლებს თუ არა იგი ”ბაიერნთან” თამაშს? ყველას შეუძლია, ვინც მზად იქნება სამშაბათისთვის!” - განაცხადა როურამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.