ჟორდი როურა: ”ფავორიტი ”ბაიერნია”
”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბის წევრმა, ჟორდი როურამ ისაუბრა კატალონიელების ჩემპიონთა ლიგის მეტოქეზე - ”ბაიერნზე”.
”ფინალში გასვლის უფრო მეტი შანსი ”ბაიერნს” აქვს. ძალიან ძლიერი გუნდია და ამას ისიც ამტკიცებს, რომ ამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიუნხენელებმა უკვე დაამარცხეს ”არსენალი” და ”იუვენტუსი”. ეს ურთულესი დაპირისპირება იქნება, რომელშიც ყველაფერი ”კამპ ნოუზე” გადაწყდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ საშინელი კალენდარი გვაქვს, ასევე ბევრი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების წევრია. ჩვენ ადრე დავიწყეთ სეზონი და სამწუხაროდ, გარდამტეხ ეტაპს, ტრავმირებული ფეხბურთელებით შევხვდებით.” - განაცხადა როურამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]