მარტინესი:" ბუსკეტსი "ბარსელონას" გადამწყვეტი ფეხბურთელია"
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ხავი მარტინესმა განაცხადა, რომ სერხოი ბუსკეტსი შესანიშნავი ფეხბურთელია და მას გადამწყვეტი მოთამაშის როლი აკისრია.
"გადამწვყვეტი ფეხბურთელი "ბარსელონაში"? სერხიო ბუსკეტსი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან კატალონიელების რიგებში, მაგრამ ვთვლი, რომ სერხიოს დამსახურებაა, რომ "ბარსელონა" ამდენ ტიტულს იგებს."
"ბუსკეტსი ყოველთვის ინარჩუნებს ცივ გონებას. ის ცდილობს მოიპოვოს კონტროლი ბურთზე ცენტრში. ჩავის და ინეისტას არ ეშინიათ წავიდნენ წინ, რადგან უკან მათ სერხიო უდგათ. მას აქვს ყველაფერი, ის არასდროს ვარდება პანიკაში და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოატყუოს მოწინააღმდეგე."
"ვფიქრობ ახლა იდეალური მომენტია იმისათვის, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას გამოვთიშოთ. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ისინი კარგ ფორმაში არიან და სურთ გავიდნენ ფინალში." - დაასრულა მარტინესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]