ზამერი: "ბარსელონა" ძალიან ძლიერია, თუმცა ბოლო წლებში პროგრესი "ბაიერნმაც" განიცადა
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მატიას ზამერი თვლის, რომ მისი გუნდი "ბარსელონასთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის წინ არ უნდა მოდუნდეს, იტყობინება გერმანული პრესა.
შეგახსენებთ, ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება "ბაიერნის" მოედანზე გაიმართება.
"ბოლო წლებში "ბარსელონა" შეუდარებელ გუნდად ითვლებოდა და ახლაც არაფერი შეცვლილა. თუმცა "ბაიერნმაც" განიცადა პროგრესი და საკუთარი თამაშიც გააუმჯობესა. გვსურს ჩვენი კლასის დემონსტრირება მოვახდინოთ. კატალონიელებთან დაპირისპირებაში მხოლოდ საკუთარი კარის დაცვაზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან ასეთი თამაშით წარმატებას ვერ მივაღწევთ", - განაცხადა ზამერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]