პიკე: "ხალხმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენ ახლაც საუკეთესო გუნდად ვითვლებით"
"ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" გასამართ მოახლოებულ პირველ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ბაიერნი" - ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს ის, რომ ამავდროულად ჩვენ ახლაც საუკეთესო გუნდად ვითვლებით. დრო, როდესაც ფეხბურთი შესაძლებელი იყო ამ ფრაზით დაგვეხასიათებინა: "11 11-ზე თამაშობენ, თუმცა ყოველთვის გერმანელები იმარჯვებენ", უკვე წარულს ჩაბარდა. და ჩვენ ერთ-ერთი მათგანნი ვართ, რომლებმაც ამას წერტილი დაუსვეს. "ბარსელონამ" და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში თავიანთი სათამაშო სტილით ნაკვალევი დატოვეს, რომელმაც ისტორია შეცვალა", - განაცხადა პიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]