პიკე: „კატალონიური დერბი - სეზონის მნიშვნელოვანი შეხვედრა“
"ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ ისაუბრა "ესპანიოლთან" გასამართ შეხვედრაზე.
"ბარსელონასთვის" "ესპანიოლის" წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი, რასაც ხშირად ექცევა ყურადღება, სატურნირო მდგომარეობაა. მახსოვს რამდენიმე მატჩი, რომლებშიც "ესპანიოლმა" ქულები დაგვაკარგვინეს - მე მონაწილეობა მივიღე ამ მატჩებში. თუმცა, მიმდინარე სეზონში მათ "რეალსაც" შეუქმნეს პრობლემები. ამ გუნდს არ ეშლება გრანდების წინააღმდეგ თამაში, რომ აღარაფერი ვთქვათ "ბარსასთან" დაბირისპირებაზე, რომლისთვისაც ისინი ყურადღებით ემზადებიან.
ჩვენ ველით დაძაბულ შეხვედრას, რომელშიც სამი ქულა არ უნდა დავკარგოთ. ჩემპიონობის ტიტულისთვის ბრძოლა გამძაფრდა." - განაცხადა პიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]