პიკე: მესი "ბარსელონასთვის" კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა
"ბარსელონას" მცველი ხერარდ პიკე იმედოვნებს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრების" მთავარი ვარსკვლავი "ბაიერნის" წინააღმდეგ გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ პირველ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.
"ძალიან სულელური იქნება იმის განცხადება, რომ ლიონელი ჩვენი გუნდისთვის ბევრს არ ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს არგენტინელი - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის მიმდინარეობის შეცვლა მარტოს შეუძლია", - აცხადებს ესპანელი.
"რა თქმა უნდა, ჩვენი მეტოქეები იმედოვნებენ, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში მესი ვერ ითამაშებს, რადგან მის წინააღმდეგ თამაში არ სურთ".
"ბაიერნი"? მიუნხენელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ ადრინდელივით ძლიერნი ვართ. ისეთი ფეხბურთელები გვყავს, როგორებიც მესი, ჩავი და ინიესტა არიან, სწორედ ამიტომ, მოედანზე მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრით გავალთ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]