პიკე: "იუვენტუსი" თავს უფრო დაიცავს, ვიდრე "ბილბაო"
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე გუნდის მიერ უახლოეს ერთ კვირაში გასამართ ფინალურ დაპირისპირებებზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 30 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, "ბარსა" "ბოლბაოს" შეხვდება, ხოლო 6 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის სატიტულო შეხვედრაში, "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.
"ვიცით, რომ "ბილბაოს" ფეხბურთელები მეტოქეს მისსავე მოედანზე აპრესინგებენ და ძალიან ინტენსიურად თამაშობენ. შეტევაში მათ არიც ადურისი ჰყავთ, რომელმაც, ჩემის აზრით, კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. ის ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. ბასკებთან დაპირისპირებაში დაცვიდან შეტევაზე გადართვა უნდა მოვახერხოთ ხოლმე.
რაც შეეხება "იუვენტუსს" - ეს სხვა ტიპის გუნდია. ტურინელები უკან უფრო დაიხევენ, ვიდრე "ბილბაოს" ფეხბურთელები და თამაშის კონტროლის საშუალებას მოგვცემენ. შეტევაში მათ ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, როგორიც კარლოს ტევესია, მოედნის ცენტრში კი - პირლო, მარკიზიო და პოგბა. ისინი მაღალი კლასის მოთამაშეები არიან, ჩვენ კი ნებისმიერ ფასად უნდა გავიმარჯვოთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]