აბიდალის ბიძაშვილი "ბარსელონას" მიუნხენში გაჰყვა

აბიდალის ბიძაშვილი "ბარსელონას" მიუნხენში გაჰყვა

ორშაბათს კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენში ჩაფრინდა. თვითმფრინავის ბორტზე გუნდის წევრებთან ერთად სპეციალური სტუმარი იმყოფებოდა - ეს ადამიანი ერიკ აბიდალის ბიძაშვილი ჟერარი იყო. სწორედ ეს ადამიანი იყო ის ვინც, უდიდესი თანადგომა გაუწია ერიკს ამ რთული პერიოდის მანძილზე გასული წლიდან. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ერიკი გამოჯანმრთელდა და მოედანზე უკვე 90 წუთიც გაატარა

"ერიკმა ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც ჩვენ "ბაიერნი" - "ბარსელონას" მატჩამდე შემადგენლობაზე ვიფიქრებთ ის დაცვის ხაზში ერთ-ერთი ვარიანტად განიხილება, მან ჩვენ ამის ფიქრის საშუალება მოგვცა. შაბათს მან მთელი მატჩი ითამაშა და დაამტკიცა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს." - განაცხადა ჟორდი როურამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.