გერმანელები ჩავის მაქსიმალურად შეზღუდვას შეეცდებიან
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნის" ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელისგან, იუპ ჰაინკესისგან ექნებათ დავალება, რომელიც ითვალისწინებს ჩავი ერნანდესზე ზეწოლას.
ჰაინკესის შეგირდები მაქსიმალურად ეცდებიან შეზღუდონ ესპანელი ნახევარმცველი და მათი თქმით, თუ ისინი შეძლებენ ჩავის შეჩერებას, მაშინ "ბარსელონა" ვეღარ შეძლებს თავისი თამაშის ჩვენებას. El Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით, იუპ ჰაინკესი მთავარ აქცენტს სწორედ 33 წლის ფეხბურთელზე გააკეთებს.
შეგვიძლია ავიღოთ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეაჩერეს ანდრეა პირლო გერმანული კლუბის ფეხბურთელებმა, რომლის წყალობითაც შეძლეს სრულიად "იუვენტუსის" შეჩერება და ტურნირიდან გამოთიშვაც. "ბაიერნის" მოთამაშეები ყველანაირად ეცდებიან არ მიაღებინონ ბურთი თავისუფლად "ბარსელონას" ვიცე-კაპიტანს.
"ბავარიელთა" მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ჩავის შეჩერებით ნაკლებად საშიშები გახდებიან ასევე ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი. გერმანელები ფიქრობენ, რომ ჩავის გარეშე ნაკლებად ძალუძს კატალონიურ კლუბს "ბაიერნის" დამარცხება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]