"ბაიერნი" - "ბარსელონა". აბიდალი სათამაშოდ მზად არ არის

"ბაიერნი" - "ბარსელონა". აბიდალი სათამაშოდ მზად არ არის

კატალონიის "ბარსელონას" ვეტერანი ფრანგი მცველი, ერიკ აბიდალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ პირველ მატჩში მონაწილეობას სავარაუდოდ ვერ მიიღებს. 

ფრანგის ამჟამინდელი ფიზიკური ფორმა, რომელიც ავადმყოფობის გამო თითქმის ორი სეზონი გაუცდა, ფეხბურთელს იმის საშუალებას არ აძლევს, რომ სამი დღის განმავლობაში ორი მატჩი ჩაატაროს. თუმცა ცხადია, რომ ერიკ აბიდალი "ბაიერნთან" განმეორებითი დაპირისპირებისათვის სრულიად მზად იქნება.  

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" - "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება დღეს 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.