ნეტცერი: "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის ფავორიტი არ არის"

ნეტცერი: "ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის ფავორიტი არ არის"

გერმანული ფეხბურთის ლეგენდარულმა ფიგურამ და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, გიუნტერ ნეტცერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის დღევანდელი დაპირისპირების წინ წინასამატჩო ანალიზი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს ერთმანეთს "ბაიერნი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან

"მე ვთვლი, რომ ამ გუნდების ბრძოლაში ფავორიტი არ არსებობს. თუმცა "ბაიერნი" კომპლიმენტის ღირსია! აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ "ბარსელონა" კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოში საუკეთესო კლუბის სტატუსს. "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" არცერთი გუნდის შედარება არ შეიძლება. რაც შეეხება ლიონელ მესის, მე სულ ვამბობდი, რომ ის "ბარსელონას" 50%-ს შეადგენს. მაგრამ ჩემი აზრით მან ამ სეზონში დაიწყო უდიდესი როლის თამაში "ბარსელონასათვის". - განაცხადა ნეტცერმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.