ნეტცერი:" ფინალი გერმანული იქნება"

ნეტცერი:" ფინალი გერმანული იქნება"

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა გიუნტერ ნეტცერმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორივე გერმანული გუნდი ითამაშებს. <!-- pagebreak -->

" წელს "ბარსელონას" გამოუჩნდა ისეთი სისუსტეები, რომლებიც წინა წლებში არ ჩანდა. კატალონიელებს აღარ აქვთ ისეთი დომინაცია, როგორც წინა წლებში. გაიხსენეთ "მილანთან" მატჩი. 90 წუთის განმავლობაში, "ბარსელონამ" იტალიელებთან ყველა კომპონენტში წააგო. "ბაიერნს" კი ამ სისუტეების გმაოყენება კარგად შეუძლია." 

""ბაიერნის" მთავარი მიზანია, გაანეიტრალონ მესი. თუ მიუნხენელებს ეს გმაოუვათ, ისინი ცალი ფეხით ფინალში იქნებიან. რაც შეეხება "ბორუსიას", მათ სჭირდებათ სისწრაფე და მობილობა, რომ მიაღწიონ სასურველ მიზანს. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გერმანულ დერბის ვიხილავთ." - დაასრულა ნეტცერმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.