"ბარსელონა" ჰანდანოვიჩში 30 მილიონს იხდის

"ბარსელონა" ჰანდანოვიჩში 30 მილიონს იხდის

"ბარსელონას" სურს შეიძინოს "ინტერის" 28 წლის სლოვენიელი მეკარე, სამირ ჰანდანოვიჩი რომელშიც კატალონიური კლუბი მზად არის 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ბარსელონას" ახალი მეკარის ყიდვის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ვიქტორ ვალდესმა უარი განაცხადა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ამ სეზონში ჰანდანოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში 30 ჩატარებული შეხვედრიდან 41 ბურთი გაუშვა საკუთარ კარში და ოთხჯერ იქნა იგი მსაჯის მიერ გაფრთხილებული. ინტერნეტ ვერსიით კი Transfermarkt-ი სლოვენიელ მეკარეს 17 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.