ჰაინკესი: "კამპ ნოუზე" ძალიან რთული მატჩი გველის"

ჰაინკესი: "კამპ ნოუზე" ძალიან რთული მატჩი გველის"

ცოტა ხნის წინ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, სადაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" 4-0 დაამარცხა, იუპ ჰაინკესმა თავისი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ მთელი სეზონია ვთამაშობთ ძალიან დიდ ფეხბურთს. გასულ სეზონში წავაგეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მაგრამ ამ სეზონში სხვა გუნდი ვართ და ამჯერად ამ ტიტულის მოგებას ვაპირებთ. თამაში გვაჩვენებს, თუ რაოდენ ჩინებულად არის გუნდი მომზადებული ტაქტიკურად. იგივე ეხება გუნდში მყოფ ბევრ ფეხბურთელს, რომლებმაც დაამტკიცეს ეს ყველაფერი "ბარსელონასთან" მატჩში".

"ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ ჯერ საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი. კარგად მესმის, თუ რამდენად რთული მატჩი გველოდება "კამპ ნოუზე". ჩვენ დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის კვლავ მოგვიწევს ბრძოლა". - განაცხადა ჰაინკესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.