''ლევანტე'' - ''ბარსელონა''. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

''ლევანტე'' - ''ბარსელონა''. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

''ბარსას'' სამი ქულის მოპოვება ჰაერივით სჭირდებოდა გუშინ. ვალენსიაში ''ბარსას'' ფეხბურთელებმა 1-2 იმარჯვეს. თამაში ძალზე დაძაბული გამოდგა, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მაინც ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავრდა. გუნდმა თამაში ლეო მესის ორი გატანილი გოლით მოიგო. ლეო გუშინ შესანიშნავად გამოიყურებოდა. არგენტინელმა განაცხადა: ''ჩვენ ვიცოდით, რომ თამაში რთული გამოდგებოდა. ''ლევანტეს'' ამ სეზონში ძალიან კარგი შედეგი აქვს. მათ ჩვენთანაც დაამტკიცეს, რომ ხელ წამოსაკრავი გუნდი ''ლევანტე'' არ არის''.

 

''ლევანტე'' - ''ბარსელონა'' ფეხბურთელები მატჩის შემდეგ.

 

ვიქტორ ვალდესი:''ძალიან მძიმე ბრძოლაში მოვიპოვეთ გამარჯვება. ''ლევანტეს'' ფეხბურთელებს ვულოცავ მაინც. მათ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.


პედრო: ''ეს ძალიან რთული მატჩი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ გამარჯვება გაგვიძნელდებოდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ თამაში გარდატეხის შეტანა და სამი ქულის მოპოვება. ჩვენ მთელი თამაში ვდომინირებდით. რაც, ჩვენ გოლი გაგვიტანეს თამაში უფროდაუფრო გართულდა საქმე. ჩვენ კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით. წინ გუნდს ძალიან რთული მატჩები ელის. ''ბარსამ'' შემდეგ თამაშებზე უნდა იფიქროს. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ''რეალთან'' უპირატესობის აღმოფხვრა. ''კლასიკოსთვის'' გუნდი კარგად უნდა მოემზადოს. ამ თამაში გამარჯვება ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ.


სესკ ფაბრეგასი: ''ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ამ თამაში მოგება. ახლა სხვაობა მადრიდის ''რეალთან'' 4 ქულაა. ''ბარსა'' ახლა მთლიანად ''ჩელსისთან'' გასამართ მატჩისთვის უნდა მოემზადოს. წინ ძალიან რთული მატჩი გველის. ცოტა ხნით''ლა ლიგის'' დავიწყებაც მოგვიწევს. რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, ძალიან დაძაბული გამოდგა. ''ლა ლიგაში'' კიდევ გვაქ შანსები. მისი მოპოვება სასვებით შესაძლებელია. ლიგაში წინ კიდევ დიდი გზააგასავლელი. ''ბარსა'' საბრძოლო განწყობაზეა''. 

 

ტიაგო ალკანტარა: ''ჩვენ ერთი წამით შევწყვიტეთ ''ლა ლიგაზე'' ფიქრი მეორე ნახევარში. თამაში ძალიან დაძაბული და რთული გამოდგა. რთულია სტუმრად თამაში ყოველთვის. ''ლევანტე'' შესანიშნავი გუნდია. მე ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. ჩვენი მიზანია ყოველთვის მოვნახოთ გამარჯვების გასაღები. კლუბის ფილოსოფია წარმოუდგენელია. ასევე დასაფასებელია ისიც, რომ ამდენ ახალგაზრდას გუნდის თავკაცი გვენდობა. ლონდონის ''ჩელსი'' ძალიან რთული მეტოქეა ჩვენთვის. ძალიან ლამაზი თამაში უნდა გამოვიდეს''.

 

ისააკ კუენკა: ''ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ბოლომდე გვჯეროდა, რომ ამ თამაშს მოვიგებდით. ჩვენ წინ ძალიან კარგი გუნდი თამაშობდა. საბოლოო ჯამში გუნდმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა და დამსახურებულათაც მოიპოვა სამი ქულა. მე მინდა დავადასტურო, რომ რეფერმა პენალი სამართლიანად დანიშნა. მე შეტევაში ხელი მიბიძგეს. მსაჯმაც ყველაფერი კარგად დაინახა. წინ რთული მატჩი გველის ლონდონის ''ჩელსისთან''. უნდა ვეცადოთ, რომ ''კამპ ნოუზე'' გამარჯვებულები დავბრუნდეთ''.

ვიდეო


[media=http://www.youtube.com/watch?v=irXn0dlXrXU]


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.