უდიდესი, ზღაპრული და ძნელად დასაჯერებელი ქამბექის მოლოდინში !

უდიდესი, ზღაპრული და ძნელად დასაჯერებელი ქამბექის მოლოდინში !

დიდი ქამბექის მოლოდინში !


გუშინ ჩვენი დღე არ იყო ! ალბათ ასეთი სიტყვებით შეიძლება შევამკოთ გუშინდელი მარცხი .. ფორმის პიკში მყოფი ''ბაიერნი'' და პრობლემებით სავსე ''ბარსელონა'' .. ბოლო წვეთამდე გამოცლილი კლუბი .. რომელმაც ნახევარფინალამდე მისი სიძლიერის ხარჯზე მიაღწია .. მაგრამ ბურთი მრგვალია და ალბათ გუშინ ჩვენი დღე არ იყო .. ღირსეულად და სამართლიანად გაიმარჯვეს გერმანელებმა და მხოლოდ ის დაგვრჩენია მივულოცოთ მათ ეს გამარჯვება .. ჰოომ გამარჯვება ! და არა წარმატება ! მათ ომი მოიგეს , მაგრამ ბრძოლა არა !


ალბათ დღეს ყველა კულესთვის მძიმე დღე იყო ! დაცინვის ობიექტი .. ყველას სალაპარაკო თემა .. და ისევ იგივე ფრაზები: ''ბარსას'' დრო დამთავრდა .. მესი ვერაფერს აკეთებს .. კამპ-ნოუზე გერმანელები ანგარიშს გაზრდიან .. დღეს სულ ამდაგვარი სისულელეები მესმის .. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს რა სისულელები კიდევ ვერ შეეგუეთ დამარცხებასო ? მაგრამ ვეტყვი , რომ არა ! ''ბარსელონა'' არ არის ის კლუბი , რომ დამარცხებას შეეგუოს ! ჩვენ კულეები არ ვართ ის გულშემატკივრები , რომელებიც წაგებით იმედს კარგავენ ! თუ არ წააგე , მოგების ფასსაც ვერასდროს გაიგებ ! და სწორედ ამიტომ .. მივმართავ მათ


ვინც დაკარგეს იმედი .. ვინც ამ წაგებით აღარ არიან ამ კლუბის გულშემატკივრები .. ვინც იმისკენ არის ვინც იგებს ! სწორედ მათ მივმართავ და ვეუბნები , რომ გუშინდელი დღით არაფერი დამთავრებულა ..
თავისუფლად შეგვიძლია გუშინდელი თამაში ''მილანთან'' თამაშს შევადაროთ .. კარგად ვიცი , რომ გერმანელები უკეთეს ფორმაში არიან ვიდრე იტალიელები , მაგრამ განა ეს წარმოადგენს ჩვენი ფეხბურთელებისთვის გადამწყვეტ ფაქტორს ?! პასუხია არა !


ნუ მაცინებთ .. სად მოგვიგებენ ? ჩვენს კედლებში ? იმ მილიონობით გულშემატკივრის წინაშე , რომლებსაც მხოლოდ გამარჯვება სწყურიათ ?
რატომ მიგაჩნიათ , რომ ყველაფერი დამთავრებულია ? ეს , ხომ მეტია ვიდრე უბრალოდ კლუბი .. ეს ხომ შემოქმედთა გუნდია .. აქ , ხომ ის ფეხბურთელები არიან , რომლებიც დაუვიწყარ მომენტებს გვჩუქნიან და სამუდამოდ ტოვებენ ჩვენს მეხსიერებაში .. იმ სამყაროში შევყავართ მათ , რომელშიც შესვლაც მხოლოდ განსაკუთრებულებს შეუძლიათ .. მათ , ხომ ბევრჯერ მოულოდნელად გაგვახარეს ! მათ , ხომ ბევრი გასაოცარი ქამბექი უჩუქებიათ !


ბევრი საკამთო მომენტი იყო , რომლის განხილვასაც არ დავიწყებ ჩვენ ის გუნდი და გულშემატკივარი არ ვართ , რომელიც გასამართლებელ საბუთებს ეძებს .. დავმარცხდებით ?! მერე რაა .. ვინ არ დამარცხებულა .. ღირსეულად ვაღიარებთ .. გავიმარჯვებთ ?! ეს , ხომ ჩვენთვის უცხო ხილი არ არის და არც არასდროს იქნება .. ღირსეულად გავიმარჯვებთ ..
და ახლა როცა .. ათასობით გულშემატკივარს ჰგონია , რომ ყველაფერი დამთავარდა .. აღარ აქვს იმედი და შანსი არაფრისა ! როცა აღარ გააჩნია ამბიცია და შეეგუა წაგებას ! გაიხსენეთ , რომ ეს მეტია ვიდრე კლუბი ! რომ აქ თამაშობენ მეტი ვიდრე ფეხბურთელები ! რომ აქ მეტი გამარჯვების სურვილი დევს ვიდრე როდესმე ! რომ ისე იბრძოლებენ , როგორც არასდროს ! რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის , რათა გულშემატკივარი გაახარონ ! რათა კიდევ ბევრჯერ დაამტკიცონ რა შეუძლია განრისხებულ ''ბარსელონას'' .. რათა კიდევ დიდი ქამბექი ჩაიწერონ ისტორიაში ! და რათა კიდევ ერთხელ მოაკეტინონ ყველა კრიტიკოსს !


ჩვენ კი უდიდესი დანაკლისებით და გერმანელების დიდი უპირატესობით ველით გერმანელებს ჩვენს კედლებში ! იქ სადაც მხოლოდ თამაშის ანგარიშს ''ბარსელონა'' წყვეტს ! იქ სადაც მხოლოდ ესპანელებს შეუძლიათ ბატონობა ! ველით გამარჯვებას !
ერთად ყველაფერი შეგვიძლია ! 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=qiGd6Izind8] 
[media=http://www.youtube.com/watch?v=7-HlTzS3PTA]


სპეციალურად Barcamania.Ge-თვის ©

 
ჯერემი რენერი

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.