ჩემპიონი ბარსელონა და დაბოღმილი მადრიდი
მადრიდელთა უცნაური პოლიტიკა კვლავ გრძელდება. ჯერ იყო და წინა ტურში საკუთარი გუნდის წარმატებული თამაშის აღნიშვნის მაგივრად "მარკამ" პირველ გვერდზე დიდი წარწერა გამოიტანა: "ბარსას" ჩემპიონობა გადაიდოო და ცოტა ხნით გაიხანგრძლივა რაღაც (რა, რთული სათქმელია). გუშინ კი როდესაც რეალმა კატალონიაში გამარჯვება ვერ მოახერხა და "ბარსელონა" ჩემპიონი გახდა ალბათ, არ იყოს გასაკვირი ის ფაქტი, რომ მადრიდელთაგან უპრეცენდენტოდ მცირე რაოდენობის წარმომადგენლებმა გააკეთეს კომენტარი. უკვე ფაქტობრივად ბარგის ჩალაგების პროცესში მყოფმა მაურინიომ კონკურენტებს ჩემპიონობა მიულოცა, თუმცა გამოიყენა ფრაზე: "ჩვენ მათ ჩემპიონობა უნდა მივულოცოთ." ამ ფრაზაში იგრძნობა თუ არა ის, რომ პორტუგალიელი ამას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებს და არა პატივისცემის გამოხატულებისა, ეს თავად მკითხველმა განსაჯოს.
მაურინიოს შედარებით ღირსეულმა კომენტარმა თუ შეიძლება ვინმე გააკვირვოს, ხაბი ალონსოს და ტომას რონსეროს ღვარძიანი განცხადებები არავისთვის იქნებოდა სიახლე. მადრიდელთა ბასკი ლეგიონერი არც აქამდე გამოირჩეოდა კოლეგიალური დამოკიდებულებით თავის ნაკრების თანაგუნდელების მიმართ არც მოედანზე და არც მის გარეთ. ალონსოს ჟურნალისტმა გუშინ ჰკითხა, თუ რამდენად დამსახურებულად მიაჩნდა "ბარსელონას" ჩემპიონობა. ალონსო მოკლე პასუხით შემოიფარგლა: "ჩემპიონი ჩემპიონია..."
ეს მნიშვნელოვანი დღე ისე როგორ ჩაივლიდა, რომ თავისი აზრი არ გამოეთქვა პერესის ცნობილ ლაქიასა და მადრიდელთა ფარული აზრების მთავარ გამჟღერებელ ტომას რონსეროს. აი რა განაცხადა მან: "ვულოცავ ბარსას, მაგრამ არც მათ ეზეიმებათ, ბაიერნის 7 გოლი დიდხანს ემახსოვრებათ, თანაც მადრიდი 2 Manita-თი უგებს ბარსას, მადრიდს 32 ლიგა აქვს, ბარსას 22."
ასე და ამგვარად. ჩვენ თავს აღარ შეგაწყენთ იმის შეხსენებით, თუ როგორი იყო "ბარსას" ფეხბურთელების რეაქცია და კომენტარები მადრიდელთა ჩემპიონობის შემდეგ შარშან და სუპერთასზე. ეს არც ისე შორეული წარსულია და ალბათ ყველას კარგად ახსოვს, თვით მოკლე მეხსიერებით განსაკუთრებით გამორჩეულ მადრიდელებსაც, ასე რომ, შედარება თქვენთვის მოგვინდვია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]