რაში დავხარჯეთ 300 მილიონი?
4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”ბარსელონამ” 4:0 მოუგო ”ბაიერნს”, ახლა კი ყველაფერი პირიქით მოხდა. მას შემდეგ ”ბარსელონამ” ტრანსფერებში 300 მილიონი დახარჯა, ხოლო ”ბაიერნმა” 201.2 მილიონი. ვნახოთ, რა ცვლილებები იყო ”ბარსელონაში”.
2009 წელი: იბრაჰიმოვიჩი 70 მილიონი, ჩიგრინსი 25, კეირისონი 14, მაქსველი 5, ჰლები 4.
2010 წელი: ვილია 40 მილიონი, ადრიანო 13.5 მილიონი, აფელაი 3, მასკერანო 20.
2011 წელი: სესკი 34 მილიონი, სანჩესი 37.5 მილიონი.
2012 წელი: ალბა 14 მილიონი, სონგი 19 მილიონი.
”ბარსელონამ” 4 წელში 300 მილიონი დახარჯა, თუმცა ამ ფეხბურთლებიდან ძირითადში ადგილი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ჟორდი ალბას აქვს გარანტირებული, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა შესაცვლელია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]