"ბარსელონამ", კოუტინიოს ტრანსფერით, "რეალის" რეკორდი გააუმჯობესა
მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიო გაიფორმა, კატალონიურმა კლუბმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ 2017/18 წლების სეზონში, "ბარსამ" ფეხბურთელებზე უკვე 312.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც ისტორიული რეკორდია.
ამ რიცხვის შედგენის დროს გათვალისწინებულია მხოლოდ "ბარსელონას" მიერ უკვე გადახდილი თანხა, ხოლო თუ ამას მომავალში გადასახდელ ბონუსებს (45 მილიონი უსმან დემბელესა და 40 მილიონი ფიპილე კოუტინიოს შემთხვევაში) დავუმატებთ, საამსეზონო დანახარჯი 400 მილიონს გადააჭარბებს.
"ბარსელონას" მიერ მიმდინარე სეზონში განხორციელებული ტრანსფერები:
ფილიპე კოუტინიო - 120 მილიონი;
უსმან დემბელე - 105 მილიონი;
პაულინიო - 40 მილიონი;
ნელსონ სემედუ - 30.5 მილიონი;
ჟერარ დეულოფეუ - 12 მილიონი;
მარლონი - 5 მილიონი.
ერთ სეზონში ტრანსფერებში დახარჯული თანხის მხრივ მე-2 ადგილზე მადრიდის "რეალია", რომელმაც 2009/10 წლების სეზონში 257.4 მილიონი ევრო დახარჯა. შემდეგ მოდის "მანჩესტერ სიტი", რომელმაც მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებში 249.3 მილიონი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, "ბარსელონამ" რეკორდი ტრანსფერებიდან მიღებული თანხის მხრივაც დაამყარა, გამოიმუშავა რა 226 მილიონი, საიდანაც 222 მილიონი ნეიმარის ტრანფერზე მოდის, 4 მილიონი კი - კრისტიან ტელიოზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]