მარკინიოსი: "ბარსელონა"? "რომაში" დარჩენით ბედნიერი ვიქნები"
"რომას" 18 წლის მცველმა მარკინიოსმა მის მიმართ "ბარსელონას" მხრიდან გამოხატულ ინტერესთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ბარსელონა"? შეიძლება, არასწორად გავიგე. "რომას" ფეხბურთელი ვარ და აქ თამაშით მოხარული ვარ. ბედნიერი ვიქნები, თუ რომში დავრჩები".
"რომასთან" მოქმედი კონტრაქტი კიდევ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მაკავშირებს. ყველა ეს საკითხი კლუბსა და ჩემს აგენტს ეხება. მე კი მხოლოდ ვარჯიშსა და მოედანზე გასვლაზე ვფიქრობ", - განაცხადა მარკინიოსმა.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა მცველმა სერია ა-ში "მგლების" მაისური 23 მატჩში მოირგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]