"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: "ვალდესი ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს და თავისი გადაწყვეტილების გადახედვას კიდევ შეძლებს"
კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ გუნდის შემადგენლობაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ჩვენ ნეიმარით ვართ დაინტერესებულნი, მწვრთნელმა მისი შეძენა გვთხოვა. თუმცა მას "სანტოსთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და არსად წასვლას არ აპირებს".
"ვალდესი ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს. ეს საკითხი შეგვიძლია 2014 წლამდე გადავდოთ. და ვიქტორი თავისი გადაწყვეტილების გადახედვას კიდევ ერთხელ შეძლებს".
"რა თქმა უნდა, რამდენიმე პოზიცია გასაძლიერებელია. ყველაფერი ისე მიდის, როგორც ყოველთვის. ვიღაც დარჩება, ვიღაც წავა, ვიღაც გუნდს შეუერთდება", - განაცხადა ბართომეუმ Catradio-სთან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]