ბართომეუ: ''ალექსისი არ დატოვებს გუნდს!''
კატალონიის ''ბარსელონას'' სამწვრთნლეო შტაბი არ აპირებს გუნდის ჩილელი ფეხბურთელის გაყიდვას. იუწყება ესპანური პრესა. ამის შესახებ ''ბარსას'' ვიცე–პრეზიდენტმა ჟოზეპ-მარია ბართომეუმ ისაუბრა.
''სანჩესი არ დატოვებს გუნდს. ჩვენ გვჯერა მისი შესაძლებლობების. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითომ და ჩილელი აპირებდა გუნდის დატოვებას. ეს ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. იგი არსად არ მიდის. გუნდი კმაყოფილია მისი თამაშით''. განაცხადა ბართომეუმ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩილელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს გუნდის დატოვებას და იბრძოლებს ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]