მესი "ატლეტიკთან" საეჭვოა

მესი "ატლეტიკთან" საეჭვოა

"ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ შესაძლოა გუნდის მომდევნო შეხვედრა გამოტოვოს.

მიუნხენში განადგურების შემდეგ, კატალონიის დედაქალაქში ესპანეთის ჩემპიონატის განაღდგება, რაც შეიძლება სწრაფად სურთ. ლა ლიგის მომდევნო ტურში "ბლაუგრანა" ბილბაოში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ "ატლეტიკს" დაუპისპირდება, თუმცა შესაძლოა ამ მატჩში მონაწილეობა გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა ვერ მიიღოს.

ნათლად ჩანდა, რომ "ბაიერნის" წინააღმდეგ მესის თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ უჩვენებია და "სან მამესზე" გამგზავრების წინ, სამწვრთნელო შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ითამაშებს მესი თუ დაისვენებს.

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში არგენტინელმა 29 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.