მადლობა ალბას, ამისათვის...

მადლობა ალბას, ამისათვის...

2013 წლის 12 მარტი. სტადიონი "კამპ ნოუ". მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩის 92-ე წუთი, სადაც "ბარსელონა" მთელი ძალებით ცდილობს იტალიურ "მილანის" შეტევები ჩაშალოს, რომელსაც მეოთხედფინალში გასვლისათვის მხოლოდ ერთი გოლი სჭირდება. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი მასპინძლების კარის წინ ჯარიმას ნიშნავს. ბურთთან რობინიო მივიდა, ეს ჯარიმა უხეიროდ გაითამაშა და კატალონიელებს ბურთი აჩუქა. მასპინძლები სწრაფად ერთვებიან დაცვიდან თავდასხმაში, ოთხი კატალონიელი ორი იტალიელის წინააღმდეგ. სანჩესის პასი... და ხორდი ალბამ ეს შეტევა გოლით დაასრულა. 4:0!

[media=http://www.youtube.com/watch?v=eNhTgzpDjQg]

 

ეს გოლი ამქვეყნად ალბათ ყველაზე მეტად 24 წლის შოტლანდიელ ახალგაზრდას კიერან ფერის გაუხარდა. იგი ოთახში გიჟივით დარბოდა, სიხარულისაგან ისე დახტოდა, როგორც თხა. არა, კიერანი "ბარსელონას" გულშემატკივარი არაა, მითუმეტეს ხორდი ალბასი. ამ მომენტამდე იგი ალბას ვერ იტანდა (რის გამო? წაიკითხეთ ქვემოთ). 

ახლა ალბას პლაკატი კიერანის საძინებლის კედელზე კიდია და იგი დიდ ფოტოს პატივისცემით შეჰყურებს. კიერანისთვის ხორდი მტერი აღარაა.

და რატომ?

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების წინ უიშოუელმა ელექტრიკოსმა, რომელიც შოტლანდიის ჩრდილო ლანაკრშირში მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩის ექსპრეს-შეფასებაზე 5 ფუნტი დადო. აღსანიშნავია, რომ კიერანმა არა შედეგზე , არამედ პირდაპირ, ზუსტ ანგარიშზე დადო თანხა!

 

 

"დორტმუნდი" - "შახტარი" 3:0 შეფასება 12/1 (13.00 ან მეტი, ფორმულა 13.00 = 1 + (12/1))

• "მანჩესტერ იუნაიტედი" - "რეალი" 1:2 შეფასება 8/1 (ან 9.00)

"პსჟ" - "ვალენსია" 1:1 შეფასება 11/2 (ან 6.50)

"ბარსელონა" - "მილანი" 4:0 შეფასება 12/1 (ან 13.00)

თანხის მოსაგებად აუცილებელი იყო, რომ თითოეული მატჩი, როგორც ექსპრეს-ბილეთში იყო მითითებული ზუსტი ანგარიშით დასრულებულიყო . საბოლოოდ, კიერინის საერთო კოეფიციენტმა თითქმის 10 ათასი შეადგინა (9886,5 = 13,00 х 9,00 х 6,50 х 13,00) და 5 ფუნტით მას შეეძლო 49 432,5 ფუნტი მოეგო.

პირველი სამი მატჩი 5 და 6 მარტს ჩატარდა და იმ შედეგით დასრულდა, როგორც კიერინს ჰქონდა ბილეთში მითითებული. ძნელი სათქმელია, ვინ ელოდა "მილანის" ასეთ განადგურებას პირველი მატჩის შემდეგ, მაგრამ, როცა დავიდ ვილიამ 55-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა, შოტლანდიელი ჭაბუკის გონებაში იმედის ნაპერწკალი აინთო.

35 წუთის განმავლობაში კიერანმა ნერვები დაიწყვიტა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს 50 ათასი ფუნტი მიიღო!

"მესამე გოლის გაიტანის შემდეგ, განუწყვეტლივ ვეუბნებოდი ჩემს მეგობარს იმას, რომ ალბა გაიტანდა, როგორც ეს ოქტრომბრის მატჩში "ბარსელონა" - "სელტიკის" დროს მოახერხა. ამ შეხვედრას დავესწარი. და მან მართლაც შეძლო ამის გამეორება!"

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 23 ოქტომბერს "ბარსელონამ" დიდი ძალისხმევის შედეგად და ადრიანოს ჩაწოდებისა და ალბას მიერ 95-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა კიერანის საყვარელი გუნდი "სელტიკი".

ალბას მიერ "სელტიკის" კარში გატანილი ბურთი: 

[media=http://www.youtube.com/watch?v=_JT2L_6UBmw]

ის მზად იყო, შოტლანდიიდან კატალონიაში ჩასული ტრიბუნიდან ჩასულიყო და საკუთარი ხელით დაეხრჩო ხორდი, მაგრამ 4 თვის შემდეგ ალბა მისთვის წმინდანი გახდა.

"ჩემი ძველი ავტომობილის კაპიტალურ რემონტს დიდი ხანია ვაპირებ. თუმცა ახლა ახლის ყიდვას ვგეგმავ. დანარჩენ ფულს კი შემოსავლიან ქაღალდებში დავხარჯავ", - განაცხადა კიერანმა.

ალეკო მძელური

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.