ესპანეთი მოგებას გეგმავს ინიესტას გარეშე
ესპანეთი მეორე ტურში ეთამაშება ჰონდურასის გუნდს და მეორე წარუმატებლობის შემთხვევაში ფაქტობრივად კარგავს ჯგუფიდან გასვლის შანსს. ლოგიკა ვარაუდობს, რომ მოკრძალებული ჰონდურასის გუნდი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ესპანეთის ნაკრებს, სადაც უამრავი ''ბარსას'' ფეხბურთელია და პლიუს ამას ახალი შენაძენი დავიდ ვილა.
ვინსენტე დელ ბოსკე ენდობა ''ბარსას'' ცენტრალური მცველების წყვილს, პიკეს და პუიოლს და სავარაუდოდ ისინი ძირიათადში იქნებიან. ასვე ძირითადში დაიწყებს სერხიო ბუსკეტსი, რომლის როლიც ნახევარდაცვაში ძალიან დიდია. ჩავი ერნანდესი ფლეიმეიკერად იქნება და მასზეც ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. თავდასხმის ხაზში კი დავიდ ვილას ფერნანდო ტორესი შეუწყვილდება. ანდრეს ინიესტა მატჩს ალბათ სათადარიგო სკამზე დაიწყებს, რადგან ის 100% მზად არაა.

ბრაზილიის ნაკრებმა გუშინ ტურეს კოტ დ'იუარს 3-1 სძლია. მატჩში 2 გოლი ''სევილიას'' ფორვარდმა ლუის ფაბიანომ გაიტანა ერთი კი ელანომ. ''ბარსას'' მარჯვენა მცველმა დანი ალვესმა ბოლო 25 წუთი ითამაშა, მარჯვენა ნახევარმცველად და მის ანგარიშზე 2 დარტყმა და 2 ჯარიმაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]