ყველაფერი ანდრეს ინიესტას შესახებ

ყველაფერი ანდრეს ინიესტას შესახებ

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ, საინტერესო ფაქტებს ”ბარსელონას” და ესპანეთის ერთ-ერთი ლიდერისა, რომლის სახელია ანდრეს ინიესტა!

 

რომელია შენი საყვარელი ფერი?

მწვანე 

რომელია შენი საყვარელი რიცხვი?

რომელია შენი საყვარელი საკვები

ყველაფერი, რასაც დედაჩემი აკეთებს, განსაკუთრებით შემწვარი ქათამი და კარტოფილი 

დასასვენებლად, რომელ ადგილს აირჩევდი? 

ფუენტაილბალა.. არ მკითხოთ თუ რომელ ადგილს ავირჩევდი საცხოვრებლად (იცინის), რა თქმა უნდა, ბარსელონა! 

დაასრულე წინადადება: ”რომ არ ვყოფილვიყავი ფეხბურთელი, მაშინ ...” 

ამ კითხვას ძალიან ბევრჯერ მისმევენ. მართალი გითხრათ, არ წარმომიდგენია ჩემი თავი ფეხბურთის გარეშე, ასე რომ ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს 

ყველაზე მეტად, რა გაღიზიანებთ თქვენ პროფესიაში? 

თვითმფრინავები.. 

და ყველაზე მეტად, რა გხიბლავთ თქვენ პროფესიაში? 

მემგონი ამ კითხვაზე პასუხი ყველამ იცის.. ფეხბურთის თამაში! 

http://25.media.tumblr.com/tumblr_m6nd4p9xoh1qa3juao1_500.gif

მოედნის გარეთ, ძირითადად რითი ხარ დაკავებული?

ახლობლებთან ყოფნით

შენი საყვარელი წიგნი?

კარლოს რუის ზაფონის ”ქარის აჩრდილი”.. ახლა საყვარელ ფილმს მკითხავთ, ხო? (იცინის)

გამოიცანი! შენი საყვარელი ფილმი?

ყველა, სადაც დენზელ ვაშინგტონი მთავარ როლს თამაშობს!

რომელს ამჯობინებ: ზღვას თუ მთას?

ორივე ძალიან მიყვარს, სეზონს გააჩნია..

რომელს ამჯობინებ: სპორტულ მანქანას თუ სტანდარტულ, მსუბუქ ავტომობილს?

მანქანებით ტრაბახი ნაღდად არ შედის ჩემ საქმიანობაში, ასე რომ სტანდარტულ მსუბუქ ავტომობილს ავირჩევ

შენი მთავარი მიზანი?

ფეხბურთის გულშემატკივრის თვალში, კარგ ადამიანად რომ დავრჩე

ბოდიში, რომ ეს არ ვიცი, ასე რომ უნდა გკითხო.. დაქორწინებული ხარ თუ მეწყვილეს არც კი ეძებ?

მე მეგონა გეცოდინებოდა (იცინის).. ცოლი მყავს

http://25.media.tumblr.com/tumblr_m5t9ayn0Pm1qcbx26o1_500.gif

ცოტა არ იყოს უცნაური კითხვაა, მაგრამ თეთრი შოკოლადი უფრო გიყვარს თუ შავი? 

შოკოლადი იმდენად მიყვარს, რომ სულ არ ვაქცევ ყურადღებას თეთრი იქნება ის, შავი თუ ყვითელი 

შენი საყვარელი ცხოველი? 

ძალიან ბევრის მსგავსად - ძაღლი 

შენი მანია? 

სისუფთავე.. ჩემთვის აუცილებელია, რომ ყველაფერი გაწკრიალებული და თავის ადგილას იყოს 

შენი უარყოფითი თვისებები? 

ძალიან ბევრია.. ჩამოთვლა, რომ დავიწყო ალბათ ჩვენი ინტერვიუც ამით დასრულდება (იცინის) 

ტკბილი თუ მწარე? 

მოდი ასეთ პასუხს გაგცემ: ჯერ მწარე და შემდეგ ტკბილი.. ტკბილის გემოს მაშინ უფრო დააფასებ! 

საყვარელი სტადიონი? 

მემგონი ეს კითხვა არ უნდა დაგესვა.. ”კამპ ნოუ” უდავოდ! 

მომენტი, რომელიც არასდროს არ დაგავიწყდება? 

შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ეს არ არის საფეხბურთო მომენტი. ჩემთვის ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი ცხოვრების ეპიზოდია მთელ ოჯახთან ერთად ბარსელონაში გადმობარგება... 

http://24.media.tumblr.com/84f8023737b554de41ec9df77f58c8e6/tumblr_mlcj77WSJV1rtzqg6o1_500.jpg

შენი საიდუმლო, რომელიც არავისთვის არ გაგიმხელია?

არც შენ არ გაგიმხელ! ყოველ შემხვედრს რომ ვებუენბოდე ამას საიდუმლო არ ერქმეოდა (იცინის)

საყვარელი სასმელი?

ისოსტარი... კარგი ვხუმრობ, რა თვალებით შემომხედე (იცინის). კოკა-კოლა 

ზაფხული თუ ზამთარი?

როდესაც ზამთარია ზაფხულს ვნატრობ, ხოლო ზაფხულის დროს ზამთარს. ვერ გაგცემ ამ კითხვაზე პასუხს

საყვარელი სიმღერა?

ნებისმიერი ”ესტოპას” შესრულებით

შენი კუმირი?

მიქაელ ლაუდრუპი, დაუვიწყარი ლეგენდა!

შენი ყველაზე ცუდი მოგონება პროფესიონალური ფეხბურთელის რანგში?

თითოეული წაგება და ტრავმები, რომლებიც კარიერის დასაწყისში მრავლად მქონდა

რას იტყვი შენ საუკეთესო მოგონებებზე?

ანალოგიური პასუხი.. თითოეული მოგებული მატჩი და შესაბამისად, ტიტული!

http://24.media.tumblr.com/00a7db7212590d1c461b91f9b09f3b7e/tumblr_mje75s1QuG1rsak89o1_500.jpg

 

გმადლობთ, ყურადღებისთვის!

დავით თანანაშვილი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.