პიკე: ჩემი საყვარელი მომღერალი შაკირაა"
Four–თან მოკლე კითხვა–პასუხის რეჟიმში გამართულ ინტერვიუს დროს, "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა, ხერარდ პიკემ აღნიშნა, რომ მისი საყვარელი სიმღერაა "waka waka", ხოლო საყვარელი მომღერალი შაკირა.
ფეხბურთელმა ასევე განაცხადა, რომ მას ალეხანდრო სანსი და ხოან მანუელ სერატი მოსწონს. პიკემ თავის საყვარელ კერძად კუბური ბრინჯი დაასახელა. წიგნებიდან უპირატესობას კარლოს რუიზ ზაფონის "ქარის ჩრდილს" ანიჭებს.
პიკემ ქების სიტყვები არ დაიშურა ისეთი სოციალური ქსელების მიმართ, როგორებიცაა Twitter და Facebook. "ბარსას" მცველმა აღნიშნა, რომ ეს "კომუნიკაციის კარგი საშუალებაა". უნდა ითქვს, რომ ესპანელ სპორტსმენებს შორის, პიკე Twitter–ის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]