კუენკა: "მსურს "აიაქსში" კიდევ ერთი წლით ვითამაშო"
22 წლის ისააკ კუენკამ, რომელიც "ბარსელონას" ეკუთვნის და იჯარის წესების თანახმად "აიაქსში" გამოდის, ჰოლანდიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აქვს სურვილი ამჟამინდელ კლუბში თამაში განაგრძოს.
"მე მსურს "აიაქსში" კიდევ ერთი წლით დავრჩე. "ბარსელონას" ხელმძღვანელობისათვის ჩემი სურვილები ცნობილია, კლუბები კი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მიღებული ტრავმის გამო "აიაქსში" არცთუ ისე დიდი სათამაშო დრო მქონდა, თუმცა მინდა, რომ შემდეგ სეზონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო კლუბისათვის. სტილი, რომელიც "აიაქსში" ძალიან ჰგავს "ბარსელონაში" არსბულ სტილს." - განაცხადა, კუენკამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]